Telegram-ით დღეში 12 მლრდ შეტყობინება იგზავნება

საქართველო, თბილისი - 11:07 | 23.09.2015
ნანახია: 2003

Telegram-ით დღეში 12 მლრდ შეტყობინება იგზავნება. პროექტი 2013 წელს გაეშვა და მის შემქნელებს იმედი აქვთ, რომ მესინჯერი დიდ წარმატებებს მიაღწევს. როგორც Telegram-ის შემქმნელი პაველ დუროვი აცხადებს, დღის განმავლოვაში Telegram-ით 12 მლრდ სმს-ი იგზავნება, რაც 2 მლრდ სმს-ით მეტია გასული წლის აგვისტოში დღის განმავლობაში გაგზავნილი სმს-ების რაოდენობაზე.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, Telegram-ის ყოველთვიური აუდიტორია 62 მლნ ადამიანს შეადგენს. ეს იმ ფონზე, როდესაც WhatsApp-თან მიმართებაში ანალოგიური მაჩვენებელი 900 მლნ-ს აღწევს.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე