ყაზახეთს ხორბლის ექსპორტის ზრდა სურს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 23.09.2015
ნანახია: 2021

ყაზახეთი ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტის ზრდითაა დაინტერესებული. საუბარია ყაზახურის ხორბლის ევროპაში და თურქეთში ექსპორტირებაზე, სადაც ხორბალზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

უკვე ცნობილის, რომ ყაზახეთიევროპაში რამდენიმე ხორბლის ტერმინალს ააშენებს.

როგორც ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანა დაინტერესებულია ხორბლის მსოფლიო ბაზარზე პოზიციები გაიმყაროს. სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა დაინტერესებულია ასევე ხორბლის ექსპორტი გაზარდოს ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და ავღანეთის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ყაზახეთმა 17,162 მლნ ტონა ხორბალი აწარმოა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,9 %-ით ნაკლებია.

2015 წლისთვის კი ქვეყანაში 17,3 მლნ ტონა ხორბლის მოსავალზეა გაკეთებული პროგნოზი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე