„ქინძების პარტიას არ ექება საშუალება, სახელმწიფოში გადატრიალებები მოაწყოს“ - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:55 | 05.11.2015
ნანახია: 1759

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ აბსოლუტურად ეთანხმება ყველა იმ განცხადებას, რომელსაც საქართველოს პარტნიორები აკეთებენ. ამის შესახებ მან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებითგაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ,,არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალებები მოაწყოს“.

"ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, თქვენ რომ შეგეძლოთ თავისუფლად მუშაობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ზუსტად ეს არის ის მიმართულებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და რასაც აბსოლუტურად ვეთანხმებით. საქართველო მათი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა და ეს პროცესები რაც მიდის, თუნდაც "რუსთავი 2"-თან მიმართებაში, თქვენ იცით, რომ დიდი ინტერესია ამ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. გარკვეულ დაჯგუფებებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს, სათავისოდ გამოიყენოს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები. ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ. ჩვენ მოვისმინეთ ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც უკრაინაში იქნა გავრცელებული და არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალებები მოაწყოს. არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ, ჟურნალისტები ბრმა იარაღად იყოთ გამოყენებული", - განაცხადა კახა კალაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე