საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 05.11.2015
ნანახია: 1596

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქნესეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ქნესეთის პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებული იქნება მომავალშიც,სახელმწიფოების მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე