Starbucks-ის ქსელში ყავის წინასწარი შეკვეთა უკვე მობილურითაა შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 10:42 | 23.09.2015
ნანახია: 2070

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ყავის ქსელმა Starbucks-მა აშშ-ს მასშტაბით მობილური აპლიკაცია აამოქმედა, რათა მომხმარებელმა Starbucks-ის რესტორანში ყავისა თუ საკვების შეკვეთა წინასწარ შეძლოს. ეს Starbucks-ის მენეჯმენტმა გააკეთა, რათა რიგები შეემცირებინა და მომხმარებლებისათვის უფრო მეტი კომფორტი შეექმნა.

მობილური პროგრამა ხელმისაწვდომია, როგორც Apple-ის მომხმარებლებისათვის, ასევე Android-ის კლიენტებისათვის. პროგრამა აშშ-ს მასშტაბით უკვე გადმოტვირთა 7,4 ათასმა მომხმარებელმა.

აშშ-ს შმდეგ პროგრამა დიდ ბრიტანეთსა და კანადაში გაეშვება.

აღსანიშნავია, რომ Starbucks-ი არის კომპანია, რომელიც თავის მომხმარებელს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს. მანამდე კომპანიამ ექსპრეს კოფეინის ქსელი აამუშავა. მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია აშშ-ს მასშტაბით ყავის ბინაზე მიწოდების სერვისსაც აამოქმედებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე