„ივანიშვილის მმართველობის შემდეგ 4.6 მილიარდი ლარით უფრო ღარიბები ვართ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:35 | 05.11.2015
ნანახია: 1638

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია იმისთვის, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამისთვის წელიწადში 420 მლნ ლარია საჭიროა, ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა  ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ წინასაარჩევრო დაოპირებები ვერ შეასრულა და ეკონომიკური მდგომარეობის შესრულებაც ვერ შეძლო.

„ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკოონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო. ივანიშვილის მმართველობის სამ წლის შემდეგ 4.6 მილიარდი ლარით უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე შეგვეძლო ვყოფილიყავით, რომ არა მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა სიხარბე. 2016 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 7 მლრდ ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილმა საშუალოდ ყოველ ოჯახს 5000 ლარის შემოსავალი დააკარგვინა“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე