დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 05.11.2015
ნანახია: 1600

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პოლონეთში, ქ.ვარშავაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს  5-6 ნოემბერს დაგეგმილ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მუშაობაში.

კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა ფორუმის სესიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების შესახებ და  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამომწვევებზე, საფრთხეებსა და პერსპექტივებზე ისაუბრებს. ფორუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის, პოლონური დიასპორისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონრად პავლიკთან.

პოლონეთიდან სახელმწიფო მინისტრი ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. დავით ბაქრაძე მონაწილეობას მიიღებს რიგის 2015 წლის კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაში: „რა დაეხმარება საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში?“( What Will Bring Moldova and Georgia Closer to the EU?).  რიგის კონფერენცია ლატვიის დედაქალაქში 2006 წლიდან იმართება. ღონისძიებაში ყოველწლიურად ევროპის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების ექსპერტები, აკადემიური წრეების, მედიის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე