ირაკლი ღარიბაშილი: ლიტვის მიღწევები საქართველოსთვის სამაგალითოა

საქართველო, თბილისი - 16:36 | 04.11.2015
ნანახია: 1624

საქართველოსა და ლიტვის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობა და ორი ქვეყნის განსაკუთრებული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვედრის მთავარი თემები.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტვის მიღწევები საქართველოსთვის სამაგალითოა და ლიტველი კოლეგების მიერ გაზიარებული ცოდნა და უნარები საქართველოს ხელისუფლებას ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში ეხმარება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ურყევ მხარდაჭერაზე, რომელსაც ლიტვის საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აფიქსირებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე მიუთითებს ლიტვის სეიმის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 2014 წელს, რიგგარეშე სხდომაზე რატიფიცირება.

მხარეებმა საქართველო-ლიტვის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის ჯგუფების საქმიანობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე