შსს-მ ე.წ. „შავი მიწის“ უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 04.11.2015
ნანახია: 2020

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 9 პირი: 1987 წელს დაბადებული ანდრო კ, 1980 წელს დაბადებული თეიმურაზ კ, 1992 წელს დაბადებული ვახტანგ ქ, 1980 წელს დაბადებული ანდრო ც, 1992 წელს დაბადებული ტარიელ გ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ქ, 1975 წელს დაბადებული მამუკა ჩ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ჩ და 1984 წელს დაბადებული ირაკლი მ. დააკავეს, ხოლო 4 პირი: 1985 წელს დაბადებული შმაგი კ, 1988 წ.დ. მალხაზ კ, 1987 წელს დაბადებული ზაურ ყ, და 1969 წელს დაბადებული ვალერიანე თ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა - ე.წ. „შავი მიწა“ უკანონოდ მოიპოვეს, რითაც რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 9309 ლარი და 19 თეთრი შეადგინა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ე.წ. „შავი მიწა“ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე