ბიბილაშვილი: ურთმელიძის გადაწყვეტილებით დაიწყება ქვეყნის შემდგომი იზოლაცია

საქართველო, თბილისი - 18:27 | 03.11.2015
ნანახია: 1709

რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ურთმელიძე დღევანდელი გადაწყვეტილების გამო პასუხს აგებს. მისი შეფასებით, ურთმელიძის გადაწყვეტილებით დაიწყება ქვეყნის შემდგომი იზოლაცია

“სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამით დაიწყება საქართველოს შემდგომი იზოლაცია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამაზე ხელი აქვს მოწერილი, მას არ აინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ ეს ბნელი ჯამახირია გადაარჩინოს. ის ამას ვერ შეძლებს”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მოსამართლემ რუსთავი 2-ზე ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს საკუთრების აღდგენის მოთხოვნა დაუკმაყოფილა. გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძემ  გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშს სასამართლოში შვიდი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა წარდგენილი, აქედან ოთხი საავტორო უფლებებს ეხება. ქიბარ ხალვაში ითხოვდა "რუსთავი 2"-ის ლოგოსა და სამი საერთაშორისო პროექტის ავტორად აღიარებას, ასევე ლოგოსა და გადაცემების უკანონო გამოყენებისთვის ზიანის ანაზღაურებას. ხალვაში ასევე ითხოვდა სადაო ხელშეკრულებების გაუქმებას, ასევე ამ წლების განმავლობაში მიუღებელი შემოსავლების ანაზღაურებს, რომელიც მისი ინფორმაციით, 13 მილიონზე მეტია და იძულებით ჩამორთმეული წილების დაბრუნებას.

სასამართლო რუსთავი 2-ზე გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ ვერ აამოქმედებს, რადგან გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე