მოსამართლე რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას 17:30-ზე გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 03.11.2015
ნანახია: 1655

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე რუსთავი 2-ის საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დღეს, 17:30-ზე გამოაცხადებს. 

დღევანდელ სხდომაზე მხარეები საპაექრო სიტყვით წარსდგნენ. ასევე, გააკეთეს რეპლიკები. ამით საქმის განხილვა დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი ორის ქიბარ ხალვაშისადმი მიკუთვნების შემთხვევაში, დაუყოვნებლივი აღსრულება ვერ მოხდება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ შესაბამისი ნორმა შეაჩერა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე