მკვლელობა ტყიბულში

საქართველო, თბილისი - 13:35 | 03.11.2015
ნანახია: 1772

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ნუკრი კ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებული მაია ჯ. მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ტყიბულშივე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე