„მიმაბეს რკინის მაგიდაზე, შემოვიდა მამუკა ვასაძე და...“ - გია სოსანაშვილის დასკვნითი ჩვენება

საქართველო, თბილისი - 17:19 | 02.11.2015
ნანახია: 2885

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა საქალაქო სასამართლოს დასკვნითი ჩვენება მისცა.

მიმაბეს რკინის მაგიდაზე, შემოვიდა მამუკა ვასაძე და მითხრა, რომ აფეთქების შედეგად დარჩნილ ხელყუმბარის სახელურზე დარჩენილი იყო დნმ-ის კვალი, რომელიც მე მეკუთვნოდა. ვუთხარი, რომ დანაშაული მე არ ჩამიდენია და რატომ მაბრალებთ-თქო.

მითხრა, იმიტომ, რომ 20 თებერვალს დაგირეკა ირაკლი ფირცხალავამო. შემდეგ შემოვიდა შოთაძე და მითხრა, თქვი რომ ეს ყველაფერი ფირცხალავამ დაგავალა, შენ მოგისჯით რაღაც წლებს და სამაგიეროდ, შენი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოდო – განაცხადა სასამართლოში სოსანაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე