გიორგი ჭუმბურიძე: ვალუტის კურსის ცვლილება ინტერნეტ გამოწერებზეც აისახა

საქართველო, თბილისი - 23:09 | 29.10.2015
ნანახია: 2913

ინტერნეტ გამოწერების ონლაინ მაღაზია Chinashop.ge-ს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია taobao.com-ის აგენტია საქართველოში გაყიდვები 25%-ით შეუმცირდა. მიზეზად კომპანიაში დოლარის კურსის ცვლილებას ასახელებენ. Chinashop.ge საქართველოში სამი წელია არსებობს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე ამბობს, ბოლო ათი თვის განმავლობაში გამოწერების რიცხვმა საგრძნობლად იკლო.

გიორგი ჭუმბურიძე (Chinashop.ge-ის დირექტორი): რადგან საქართველოდან ჩინურ იუანებში კონვერტაცია პირდაპირ შეუძლებელია, ლარი ჯერ დოლართან გაუფასურდა და შესაბამისად აისახა პროდუქციის ფასები დოლარისა და ჩინური იუანის მიმართებაში.

Chinashop.ge ქართველ მომხმარებელს ჩინეთის ინტერნეტ მაღაზიებიდან 800 მილიონზე მეტი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. Chinashop.ge-ზე თვეში 6000-მდე ნივთის შეძენა ხდება. მომხმარებელი ძირითადად ავტონაწილებით, ტანსაცმლით და იმ იშვიათი ნივთების შეძენითაა დაინტერესებული, რომლის მოძიება საქართველოში ვერ ხერხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე