დიმიტრი ქუმსიშვილმა ოქროყანაში მშენებარე ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა მოინახულა
საქართველო, თბილისი - 16:03 | 22.09.2015 ნანახია: 2671
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ოქროყანაში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს, ტექნოლოგიურ პარკს აშენებს. ტექნოპარკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ერთიან ეკოსისტემას შექმნის და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას.
მშენებარე ტექნოლოგიური პარკი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა და მიმდინარე სამუშოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, ძალიან მალე საქართველოს პირველი ტექნოლოგიური პარკი ექნება.
,,წლის ბოლოსთვის საქართველოში პირველი ტექნოპარკი გაიხსნება. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც ინოვაციების განვითარების შესაძლებლობა იქნება. ჩვენ გვექნება, როგორც სამრეწველო, ისე ინოვაციის ლაბორატორიები. მნიშვნელოვანია ის, რომ ტექნოპარკი მისცემს დამწყებ ბიზნესებს, რომლებიც ინოვაციური მიმართულებით მუშაობენ, ტექნოპარკში ძალიან შეღავათიანი ფასით იქირაონ მათთვის სამუშო ადგილები. ასევე, ინდივიდებს საერთო სამუშაო სივრცეში შემოქმედებითი მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც ნახეთ საკმაოდ ლამაზი შენობა გამოვიდა. ადგილიც ძალიან კარგია შერჩეული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ ადაპტირება გავუკეთეთ და მივიღეთ ,,ინოვაციური სტრატეგია 2020“. აღნიშნული ტექნოპარკიც ამ სტრატეგიის ნაწილია. მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წლისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებიდან და მომსახურებების გაყიდვიდან საზღვარგარეთ საქართველოს საგადამხდელო ბალანსში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა გაჩნდეს, დაახლოებით 500 მილიონი. შესაბამისად, ამას სჭირდება ძალიან ბევრი ადამიანის მომზადება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც შეიქმნა 2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინდა მადლობა გადავუხადო მის ხელძღვანელებს იმისთვის, რომ ძალიან ბევრი და კარგი რეფორმა გაატარეს. ისინი არიან ამ პროცესის წარმმართველები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი. მომავალი წლის განმავლობაში დავიწყებთ მშენებლობებს, რომლის მიხედვითაც ყველა დასახლებული პუნქტი, სადაც 200-ზე მეტი მოსახლეა დაიფარება ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები.
ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ის განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.
ტექნოლოგიურ პარკს დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში. მას პარკს შეუძლია შესთავაზოს სტარტაპ და პატარა კომპანიებს ისეთი რესურსები, რომელიც მათთვის აქამდე ძნელად წარმოსადგენი იყო. ტექნოპარკი არის ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე ინოვატორებისათვის, იდეების კონკრეტულ პროტოტიპებად ან პროდუქტებად გადასაქცევად.
ტექნოლოგიური პარკი დიდ როლს თამაშობს:
- ახალი ბიზნესის შექმნაში
- არსებული ბიზნესის განვითარებაში
- ახალი კომპანიების შექმნაში
- ინოვაციების კომერციალიზაციაში
- მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს, როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას
აღსანიშნავია, რომ პირველი ტექნოლოგიური პარკი 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, "სილიკონ ველში,“ სტენფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა, ხოლო დღესდღეობით ტექნოლოგიური პარკი მოწყობილია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და საერთო ჯამში, დაახლოებით 200 000 კომპანიას ემსახურება.
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობაში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















