საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში სწავლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:16 | 22.09.2015
ნანახია: 2065

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 35 სტუდენტი მიიღო. ჩარიცხული სტუდენტების შერჩევა მაღალი კონკურენციის პირობებში მოხდა – ჯამში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი 120-ზე მეტ ადამიანს ქონდა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტების 50%, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტების 10%–ს განეკუთვნება. მათ შორისაა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით ხუთეულში მყოფი სტუდენტი.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 35 სტუდენტიდან, რეიტინგით პირველ ხუთეულში მოხვედრილის სწავლის საფასური სრულად დააფინანსა საქართველოს ბანკმა. რეიტინგით შემდეგი 15 სტუდენტი კი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს საჩუქრად გადაეცა 2014-15 წლებში შექმნილი თანამედროვე სასწავლო მასალები.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტურქტურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე