ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ხარაგაულში მუშებს სცემეს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 03.11.2016
ნანახია: 1949

ჩინური კომპანია „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა ხარაგაულში, მუშებს სცემეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით სოფელ ზვარეში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული რამდენიმე მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშრების წარმომადგენლის განცხადებით, კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ, გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს.  კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში“ --განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმოადგენელმა ილია ლეჟავამ. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე