უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარ-სექტემბერში სამკურნალო საშუალებები იყო

საქართველო, თბილისი - 11:58 | 21.10.2015
ნანახია: 1628

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-სექტემბერში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 536 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 504 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 349 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე