9 თვის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველომ 6 პროცენტით მეტი ივაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 21.10.2015
ნანახია: 1619

2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2318 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 471 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1847 მლნ. აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი).

„საქსტატის“ ინფორმაციით“, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2014 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წლის იანვარ-სექტემბერში 31 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე