საქართველოში „მის ჩინეთი“-ს ნახევარფინალი იმართება
საქართველო, თბილისი - 12:56 | 22.09.2015 ნანახია: 2533
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე „ჰუალინგ ჯგუფის“ თანასპონსორობით, საქართველოში „მის ჩინეთი“-ს ნახევარფინალი იმართება. კონკურსის ფარგლებში, ჩინეთის ერთ-ერთი რეიტინგული სატელიტური ტელეარხი „Phoenix TV“- ის გადამღები ჯგუფი საქართველოს ვიდეორგოლის გადასაღებად ეწვია. ზემოხსენებულ მედიასაშუალებას აქვს 6 არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
„Phoenix TV”-ის მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსი “Miss Chinese Cosmos Pageant”, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ პოპულარულ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს კონკურსი სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).
12-22 სექტემბერს გადამღები ჯგუფი და კონკურსის 16 მონაწილე საქართველოს ეწვია, მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადაიღეს ვიდეორგოლისთვის საჭირო მასალა, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთის“ მსვლელობისას იხილავს.
ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, წარმოაჩინონ საქართველოს ავთენტური და სრულიად უნიკალური კულტურა, მათ შორის - ეროვნული ფოლკლორი, თექაზე მუშაობა, ღვინის მომზადების ტექნოლოგია.
კონკურსანტებს ქართული ცეკვის დადგმაში დახმარება გაუწია „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ანსამბლმა“, კონკურსის მონაწილეებთან ერთად ანსამბლის წევრებმა რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვა შეასრულეს.
თექის დამზადების ტექნოლოგიას კონკურსის მონაწილეები გაეცნენ ქ. სიღნაღში არსებულ „ნუკრიანის საამქროში“. კონკურსანტებმა თანამშრომლებთან ერთად ამოქარგეს კონკურსის ლოგო.
ქ. ყვარელში ტურისტულ კომპლექს „მეღვინეობა ხარებაში“ კონკურსანტებმა თავად დაკრიფეს ყურძენი და ღვინო დაწურეს. ასევე ამოავლეს ჩურჩხელა ქართული ფოლკლორული მუსიკის თანხლებით.
კონკურსის მონაწილეები ასევე ეწვივნენ ქ. ბათუმს, სადაც მათ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცნობილმა დიზაინერმა აკა ნანიტაშვილმა “Miss Chinese Cosmos Pageant”-ის თექვსმეტივე მონაწილეს უსასყიდლოდ გადასცა კაბები, რომლითაც კონკურსანტები ნახევარფინალის მსვლელობისას წარდგებიან.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 22 სექტემბერს კონკურსის ნახევარფინალი იმართება რესტორანში „ქართული სახლი“, სადაც სტუმრები აუცილებლად შეიგრძნობენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის საუცხოო შერწყმის უნიკალურობას.
ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ღონისძიების სათანადო დონეზე განხორციელება უზრუნველყოფს ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ვიზიტორების მატებას.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















