ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისობა – 2016” გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:29 | 10.10.2016
ნანახია: 1583

13 ოქტომბერს 18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ საღამოზე თბილისობა – 2016.

თბილისობის ფარგლებში ტრადიციად ქცეული ღონისძიება „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ ამჯერად ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეებს ეძღვნება.

გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ჭავჭავაძის და ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის ზურაბ ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, საოჯახო არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები მათი თანამედროვეებისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. აღმოჩენა არდასავიწყებელისა, ისევე, როგორც იმ ადამიანებისა, რომლებმაც თბილისის სიყვარული მუსიკასა და პოეზიაში გადაიტანეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 1995 წელს გამოცემული ალბომი „ სიმღერები თბილისზე“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე