15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 08.10.2016
ნანახია: 1215

15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 1 222 634  ამომრჩეველს შეადგენს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში  სულ 46 საჩივარია შესული. ძირითადად, პროცედურული ხარვეზებია, რაც უკვე აღმოფხვრილია, - აგიტაცია უბანზე, მარკირების გარეშე ხმის მიცემა.

ანა მიქელაძის განცხადებით,  პრობლემები ჰქონდა ამომრჩეველთა ნაწილს საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშრებით და აღნიშნული პრობლემაც აღმოფხვრილია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე