რიოს პარაოლიმპიადა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 19.09.2016
ნანახია: 2012

რიო დე ჟანეიროში პარაოლიმპიური თამაშები დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონია მარაკანას სტადიონზე გაიმართა. ოლიმპიადის დროშა საზეიმო ვითარებაში ტოკიოს მერს გადაეცა. 2020 წელს ოლიმპიურ თამაშებს იაპონიის დედაქალაქი უმასპინძლებს.

წელს, პირველად, პარაოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი  ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა. მან  ფინალში  უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა და საქართველოს პირველი პარაოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა.

რიო დე ჟანეიროს პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 5 სპორტსმენით გაემგზავრა. ზვიად გოგოჭურის გარდა, რიოში ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა), აკაკი ჯინჭარაძე (წოლჭიმი). ვანო წიკლაური (პარამშვილდოსნობა) და ლია ჩაჩიბაია (ცურვა) იმყოფებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე