საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 21:06 | 31.08.2016
ნანახია: 1909

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის პირობებში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა.

ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართეს. საქართველოს ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 86:47 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა. 

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს სტუმრად სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე