TKT.ge ზე 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:35 | 24.08.2016
ნანახია: 1913

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის  შესარჩევი ეტაპის მატჩების ბილეთების ონლაინ  გაყიდვა დაიწყო. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთის ფასი 5, 10 და  15  ლარია, რომლის შეძენა გულშემატკივარს www.tkt.ge-ზე შეუძლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპზე სამ საშინაო შეხვედრას გამართავს. 31 აგვისტოს ალბანეთთან, 7 სექტემბერს მონტენეგროსთან, ხოლო 14 სექტემბერს - სლოვაკეთის ნაკრებთან.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს 26 მაისის მოედანზე მდებარე თბილისის  სპორტის სასახლე უმასპინძლებს.  

ყველა შეხვედრები 19:00 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე