ქრის ბრაუნი საქართველოში აღარ ჩამოდის

საქართველო, თბილისი - 11:54 | 22.07.2016
ნანახია: 2429

ამერიკელი პოპვარსკვლავი ქრის ბრაუნი საქართველოში აღარ ჩამოდის. მის ნაცვლად ბათუმში, Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში კონცერტს ამერიკელი რეპერი, ბასტა რაიმსი გამართავს.  როგორც Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილების მიზეზი თურქეთში განვითარებულია მოვლენებია.

„23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ცნობილი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს.

ქრის ბრაუნი ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს. კომპანია "ისთერნ პრომოუშენსის" დიდი ძალისხმევის შედეგად, ერთ დღეში გაფორმდა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.

მას, ვინც ქრის ბრაუნის ბილეთი უკვე შეიძინა, შესაძლებლობა ექნება ბასტა რაიმსის კონცერტს დაესწროს”, აცხადებენ Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე