მარიო გომესი "ბეშიქთაშს" ტოვებს

საქართველო, თბილისი - 17:11 | 21.07.2016
ნანახია: 1765

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მარიო გომესი თურქეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო სტამბოლის კლუბ "ბეშიქთაშს" ტოვებს.  განცხადება ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა გააკეთა. მისი თქმით,  "ბეშიქთაშის" დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო.

"ამის მიზეზი მხოლოდ პოლიტიკური ვითარებაა. ჩემი ეს ნაბიჯი არ გამოუწვევია სპორტულ ან რაიმე სხვა მიზეზებს. ერთადერთი მიზეზი ბოლო დღეებში მომხდარი საშინელი მოვლენებია", - განაცხადა 31 წლის გომესმა.

მარიო გომესმა "ბეშიქთაშსა" და კლუბის გულშემატკივრებს მიმართა და  მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ მის გადაწყვეტილებას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში არსებული პოლიტიკური პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაწყდება და ის ოდესმე კვლავ ითამაშებს "ბეშიქთაშის" ფორმით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე