თბილისში ჰაერის მე-3-ე ავტომატური სადგურის მონტაჟი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 15:13 | 15.07.2016
ნანახია: 1338

თბილისში ჰაერის მე-3-ე ავტომატური სადგურის მონტაჟი დასრულდა.თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურების მონტაჟი უკვე დასრულდა.

ავტომატური სადგური ვარკეთილში დამონტაჟდა. ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის ფრაქციების შემცველობა. ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში გაზომავს ჰაერში დამაბინძურებლებს და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს .

ავტომატური სადგურები ალ.ყაზბეგის გამზირზე, წერეთლის გამზირზე და ვარკეთილში დამონტაჟდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე