ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია

საქართველო, თბილისი - 14:45 | 15.07.2016
ნანახია: 1538

ფრანგული მედია ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელს ასახელებს. ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ეს პიროვნება ადგილობრივი მცხოვრები მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია.

არსებული ინფორმაციით, წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის თავდამსხმელი ნიცაში ცხოვრობდა, ხოლო ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მან სატვირთო მანქანა იქირავა.

ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული პირი დანაშაულებრივი ქმედებების გამო სამართალდამცველებისთვის ადრეც იყო ცნობილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე