გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველო, თბილისი - 14:10 | 15.07.2016
ნანახია: 1283

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის, რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი, ეს ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს.

"პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველა ჩვენგანს, ვიყოთ ღირსი, რომ ვიყოთ ნამდვილად საქართველოს შვილები. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს, განსაკუთრებით სამეგრელოს, ამ უმშვენიერეს კუთხეს და უმშვენიერეს ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. მინდა, ვუსურვო მშვიდობა და მინდა, ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე