დიმიტრი ქუმსიშვილმა ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოხატა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 15.07.2016
ნანახია: 1417

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„შეძრწუნებული ვარ ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო - საფრანგეთში განხორციელებულმა კიდევ ერთმა ტერორისტულმა აქტმა ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა... ვიზიარებ ფრანგი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საფრანგეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. ნიცაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გვარწმუნებს, რომ ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტებაა, რომელსაც მთელი ცივილური სამყარო გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ“, აღნიშნავს ქუმსიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე