2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 225 მლნ ლარით განისაზღვრა

საქართველო, თბილისი - 13:24 | 01.10.2015
ნანახია: 2429

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი   8 225.0 მლნ ლარით განისაზღვრა.

ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ს შეადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად საშემოსავლო გადასახადის მთელი რიგი სახეობებიდან მიღებული შემოსავლები 2016 წლიდან მიიმართება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში (დაახლოებით 300,0 მლნ ლარი); გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 033.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.0 პროცენტს შეადგენს;

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 955.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 2.8 პროცენტია;

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 772.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 11.2 პროცენტს შეადგენს;

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 922.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 2.7 პროცენტს შეადგენს;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 73.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის  0.2 პროცენტს შეადგენს;

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25.0 მლნ ლარით.

2016 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 255.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 125.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 130.0 მლნ ლარი;

2016 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 320.0 მლნ ლარის ოდენობით.;

არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 200,0 მლნ ლარის ოდენობით;

ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 90,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს წინა წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებას;

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 275.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:

საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 680.0 მლნ ლარი;

მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საბიუჯეტო კრედიტები - 395,0 მლნ ლარი;

სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 200,0 მლნ ლარი;

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 2015 წელს მისაღები შემოსულობების, ისევე როგორც გადასახდელების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით, რისი გათვალისწინებითაც სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთი დარჩება უცვლელი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები 130.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 680.0 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 8 373.2 მლნ ლარს, მათ შორის:

შრომის ანაზღაურება - 1 438.7 მლნ ლარი - აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები გაზრდილია 57,3 მლნ ლარით, მათ შორის 44.2 მლნ ლარი წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლების პროგრამის ფარგლებში სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შრომის ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მანძილზე აღნიშნული სააგენტოს შრომის ანაზღაურება ფინანსდებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისგან მიღებული სახსრებით, რომლებიც აღირიცხებოდა სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ნაწილში, ვინაიდან 2015 წელი წარმოადგენდა გარდამავალ წელს, როდესაც საგანგებო სიტუაციების მართვის ფუნქცია ადგილობრივი ხელისუფლებიდან გადავიდა ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში. ხოლო 20 მლნ ლარამდე შრომის ანაზღაურება გაზრდილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ასიგნებებში, 2016 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევენების ჩატარებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად.

საქონელი და მომსახურება - 1 008.1 მლნ ლარი;

პროცენტი - 477.1 მლნ ლარი;

სუბსიდიები - 247.1 მლნ ლარი;

გრანტები - 959.7 მლნ ლარი;

სოციალური უზრუნველყოფა - 2 967.1 მლნ ლარი;  სხვა ხარჯები - 1 275.4 მლნ ლარი.

არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია - 736,0 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 386,4 მლნ ლარი; ვალდებულებების კლება შეადგენს 424.4 მლნ ლარს, საიდანაც 360.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 64.4 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე.

წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 070,0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 183,0 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება;

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 799,5 მლნ ლარი;

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 32,0 მლნ ლარი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975,2 მლნ ლარი, მათ შორის:

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 572,9 მლნ ლარი, ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა ხელფასების მატებას (2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი გაიზარდა 305 ლარიდან 355 ლარამდე, ხოლო 2016 წლის აპრილიდან გაიზრდება 405 ლარამდე), ასევე ითვალისწინებს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისათვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს;

პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 36,0 მლნ ლარამდე;

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად - 174,0 მლნ ლარამდე;

საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 94,4 მლნ ლარზე მეტი;

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 281,4 მლნ ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვიტარებისათვის - 64.0 მლნ ლარამდე;

შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის - 50,0 მლნ ლარი;

რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები - 25.0 მლნ ლარი;

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვისათვის - 23 მლნ ლარი;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - 7 მლნ ლარზე მეტი

აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები - 10 მლნ ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 950,0 მლნ ლარი რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 526.6 მლნ ლარი;

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის - 246,2 მლნ ლარი;

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 170,6 მლნ ლარი;

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 670,0 მლნ ლარი;

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 595,0 მლნ ლარი; ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება (შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო 2015 წლის 1 აგვისტოდან) 95.0 მლნ ლარით. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებში 64,2 მლნ ლარი გათვალისწინებულია სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დასაფინანსებლად, რომელიც 2015 წლის მანძილზე დაფინანსებას იღებდა ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისგან, ვინაიდან აღნიშნული კომპეტენციის ცენტრალური დონისათვის გადაცემა განხორციელდა 2015 წლიდან.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 153,0 მლნ ლარი;

ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 135,0 მლნ ლარი (მშ. გაზიფიცირება 20,0 მლნ ლარი);

ეკონომიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 85,0 მლნ ლარი, (მშ. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 20,0 მლნ ლარი);

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 100,0 მლნ ლარი;

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 95,0 მლნ ლარი;

იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 68,5 მლნ ლარი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 70,0 მლნ ლარი;

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 75,0 მლნ ლარი;

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 40,7 მლნ ლარი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 90,0 მლნ ლარს;

სხვა მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების მოცულობები, უმეტეს შემთხვევაში შენარჩუნებულია მიმდინარე წლის დონეზე;

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის ჯამში გათვალისწინებულია 280,0 მლნ ლარი; ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების თანახმად მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი;

მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით განისაზღვრა.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა შეადგენს 620.0 მლნ ლარს. აღსანიშნავია რომ 2016 წლიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში მიიმართება საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახე, რაც ჯამურად შეადგენს დაახლოებით 300.0 მლნ ლარს, რისი გათვალისწინებითაც მუნიციპალიტეტების დაფინანსება (ტრანსფერი და საშემოსავლო გადასახადი) იქნება 920,0 მლნ ლარზე მეტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე