ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-11 პაკეტი დაამტკიცა
საქართველო, თბილისი - 17:32 | 23.06.2023 ნანახია: 8033
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამო სანქციათა ახალი, მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ევროკომისიის განცხადებით, ახალი პაკეტი მოიცავს სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის მექანიზმს, რომელიც მესამე ქვეყნების მიმართ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა.
სანქცირებულთა სიაში დამატებულია 87 იურიდიული პირი, რომლებიც უშუალო დახმარებას უწევენ რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს. მათ შორისაა კომპანიები, რომლებიც რეგისტრირებულია ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სირიასა და სომხეთში.
სანქციათა პაკეტი მოიცავს რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას ნავთობსადენ „დრუჟბის“ ჩრდილეოთის განშტოების მეშვეობით, რუსეთიდან მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის შეზღუდვას, ელექტრომობილების, ჰიბრიდული ავტომობილებისა და მანქანების მიწოდების აკრძალვას, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1,9 ლიტრს.
სანქციები შეეხება რუსეთში ელექტროკომპონენტებისა და ლითონების, ნახევრდაგამტარიანი მასალების, ოპტიკური კომპონენტების, ნავიგაციისთვის მოწყობილობების ექსპორტს. ამის გარდა ევროკავშირმა გააფართოვა რუსეთში ტრანზიტისთვის აკრძალული მაღალტექნოლოგიური და სამხედრო საქონლის სია. ტანკერები, რომლებიც ახორციელებენ ნავთობის საზღვაო გადაზიდვას სხვა გემებიდან, ვერ შევლენ ევროკავშირის პორტებში 48 საათით ადრე გაფრთხილების გარეშე.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა კიდევ 100 ადამიანს და კომპანიას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო გაყვანაში, მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, უკრაინის მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, პროპაგანდისტებს, ასევე რუსული IT კომპანიებს, რომლებიც აწვდიან კრიტიკულ ტექნოლოგიებს რუსულ დაზვერვას, ბანკებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თანამშრომლობენ რუსულ ჯართან.
„ჩვენი სანქციები უკვე დიდ ზარალს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და კრემლის უნარს, დააფინანსოს თავისი აგრესია. დღევანდელი პაკეტი აძლიერებს ჩვენს ზეწოლას რუსეთზე. ვებრძვით რა სანქციებისთვის თავის არიდებას, უფრო მეტად ვართმევთ რუსეთს იმ რესურსებს, რომლებიც მას ასე უკიდურესად სჭირდება, რათა აწარმოოს უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.
პოლიტიკა
- დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ტატა ხვედელიანი
- კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს - მარტა კოსი
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - BBC
- უკრაინა ევროკავშირისგან დაფინანსებას მიიღებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი 90 მილიარდი ევროს სესხს კვლავ დაბლოკავენ - Pоlitico
- უკრაინას ახლა აქვს „კარტები“ და ამას ყველა ხვდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















