საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფინანსური ხელმისაწვდომობის თემაზე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 16:43 | 15.06.2023 ნანახია: 8577
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ბიზნესს განვითარებისთვის საჭირო სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს და ასევე, მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს მისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია დარგის ექსპერტებისგან. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 14 ივნისს, 4B სივრცეში სემინარი გამართა. შეხვედრა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ ჩაატარა, რომელმაც ბიზნესის განვითარებისთვის სწორად წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სემინარის დამსწრეებთან ერთად გამართული ბუღალტერიის, როგორც ორგანიზაციის წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორის შესახებ ვისაუბრეთ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ბიზნესებისთვის გაგვეზიარებინა ის ძვირფასი გამოცდილება, რომელიც ჩვენი კომპანიის 100-ზე მეტ კლიენტთან თანამშრომლობით დაგვიგროვდა“, - განაცხადა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ.
„ჩვენ, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად ვცდილობთ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ისეთ საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა, ელექტრონული კომერცია და სხვა. სწორედ ამ მიზნით უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობთ, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გაცნობა, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ გაძლიერდნენ და განვითარდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენც არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მუდმივ მცდელობას, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულებების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა.
სემინარი საქართველოს ბანკის, FAS Group-ის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და BPN Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















