ახალციხეში 150 000 ევროს ინვესტიციით მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა - პარტნიორი საქართველოს ბანკია
საქართველო, თბილისი - 17:02 | 17.05.2023 ნანახია: 8331
კომპანია „ჯი ბი სიმ“, რომლის მიერ გამომუშავებულ ენერგიას, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ორგანიზაციები მოიხმარენ, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული 150 000 ევროს ინვესტიციით, მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა. 0.5 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები ახალციხის რაიონ, დაბა ვალეში მდებარეობს.
„ახალციხეში, დაბა ვალეში მზის ელექტროსადგურს 2021 წლიდან მოვიხმართ. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციით კი - დამატებით 0.5 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები დავამონტაჟეთ, რომლის წლიური გამომუშავება 710 მეგავატი იქნება. ინვესტიციის უკუგების პერიოდი 5 წელია. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ასევე, ზოგადად მწვანე ენერგიის განვითარებისთვის. ჯანსაღ გარემოსთან ერთად ეს არის იაფი და ხელმისაწვდომი ენერგია ყველასთვის. მისი დიდი უპირტესობაც ის არის რომ მას არ სჭირდება გაყვანილობა და მისი დამონტაჟება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. მზის პანელების გამოყენება ეფექტური საშუალებაა ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს კომპანია „ჯი ბი სის“ დირექტორი და დამფუძნებელი, ვალერი ჩიტაშვილი.
„მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი აქტიურადაა დაინტერესებული გახდეს ეკომეგობრული კომპანია. ჩვენთვის ბიზნესის მხარდაჭერა პრიორიტეტულია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პროექტების განხორციელებაში. მით უფრო, თუ ეს ერთდროულად გულისხმობს გარემოს ზრუნვასა და ბიზნესის განვითარებას. ჩვენი პარტნიორობა კომპანია „ჯი ბი სისთან“ სულ რამდენიმე თვეს ითვლის. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რადგან კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების საკითხი, ის რაც მზის ელექროსადგურების მეშვეობით არის შესაძლებელი. კომპანია ამით ეხმარება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ორგანიზაციებსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისარგებლონ მათ მიერ გამომუშავენული ენერგიით“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით შექმნა მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















