საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 08:08 | 20.03.2023
ნანახია: 30771

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ,,ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 38:11 დაამარცხეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა მინიმალური სხვაობით - 12:11 მოიგეს, Მეორე ტაიმში კი დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 38:11 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების"  მე-100 გამარჯვებაა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეთხუთმეტედ გახდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე