ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვებულია

საქართველო, თბილისი - 17:52 | 05.03.2023
ნანახია: 18480

ვარლამ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვებულია.

100კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ფინალში ავსტრიელი აარონ ფარა იპონით დაამარცხა.

გრანდ სლემზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ძიუდოისტი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში ამ დროისთვის 2 მედალია. შეჯიბრების პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე