ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 13:36 | 04.02.2023
ნანახია: 12439

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს. ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

პრეზიდენტის არჩევნები ყრილობის ბოლოს გაიმართა, კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო. საბოლოოდ, 28 დელეგატიდან ყველამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი აირჩია. ლევან კობიაშვილს პირველად ნდობა 2015 წლის 3 ოქტომბერს გამოუცხადეს, მეორედ – 2019 წლის 15 თებერვალს.

კობიაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მესამედ აირჩიეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე