რუსთავში ხანძარს 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:13 | 04.02.2023
ნანახია: 436

რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა, რომელმაც ფიცრულის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზე დაიღუპა.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გამათბობლისგან გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე