არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

საქართველო, თბილისი - 01:03 | 14.12.2022
ნანახია: 490

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. არგენტინის ნაკრებმა ლიონელ მესისა და ხულიან ალვარესის (2) გოლებით მეტოქე 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

არგენტინის ნაკრების მეტოქე მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში გაირკვევა. შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე