„აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია (R)
საქართველო, თბილისი - 14:57 | 24.11.2022 ნანახია: 582
ტემპერატურის კლებასთან ერთად, მძღოლებისთვის აქტიური სამზადისის დრო დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მეტია, შესაბამისად, ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრისთვის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს — ზაფხულის საბურავები მოჭიდების უნარს კარგავს და ავტომობილის მოცურების ალბათობა იზრდება; აკუმულატორის რესურსის ამოწურვის შემთხვევაში ავტომობილი არ იქოქება; თუ ანტიფრიზი გამოსაცვლელია, გაგრილების სისტემა ზიანდება და ძრავის ამუშავება შეუძლებელი ხდება; გაცვეთილი ხუნდები კი დამუხრუჭებას უშლის ხელს.
თუმცა, ამის მიუხედავად, მოუცლელობისა თუ წინდაუხედაობის გამო, მძღოლების ნაწილი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, შედეგად კი, წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს ისეთ თავგადასავლებში ატარებს, რომლებში გახვევასაც არავინ ინატრებდა.
სწორედ ამას უპირისპირდება „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია, რომელიც მძღოლებს ზამთრისთვის ავტომობილის გამართვისკენ და ცივი სეზონის მშვიდად, უსიამოვნო თავგადასავლებისა და ზედმეტი ექსცესების გარეშე გატარებისკენ მოუწოდებს.
კამპანიის ფარგლებში შექმნილი პრინტსერია მარტივი მინიშნებებით — თოვლიან გზაზე დატოვებული ნაკვალევით სხვადასხვა სიტუაციას აღწერს. თითოეული სცენა, ერთი მხრივ, იმ უსიამოვნო თავგადასავლებს წარმოაჩენს, რომლებიც მძღოლებს წინდაუხედაობის შემთხვევაში ელით. მეორე მხრივ კი, ამ სიუჟეტებს ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსში“ მომზადებული ავტომობილის მოსაწყენად მშვიდ სცენებს უპირისპირებს.

მძღოლებისთვის არსებული რისკების შესახსენებლად, კამპანიის ფარგლებში, ავტომობილის გაუმართაობის გამო შექმნილი სხვადასხვა უსიამოვნო სიტუაციის ამსახველი ბანერები გზებზე განთავსდა.
ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „კამპანიის მთავარი სათქმელი ორ კონტრასტულ, ორაზროვან გზავნილში ერთიანდება: აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება და მოსაწყენი ზამთარი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად. პრინტებში წარმოდგენილი ორი კონტრასტული რეალობა მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად დიდ დისკომფორტში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ზამთარს მოუმზადებლები შევხვდებით. „თეგეტა მოტორსში“ ზამთრისთვის ავტომობილის გამართვის შემთხვევაში კი ცივი სეზონი უჩვეულო სიმშვიდით ჩაივლის და ყველა არასაჭირო თავგადასავალს აირიდებ. ჩვენი წარმოდგენით, ერთმანეთის საპირისპიროდ ორი განსხვავებული რეალობის თვალსაჩინო წარმოჩენა ადამიანებს პრობლემის შესაძლო შედეგებზე დააფიქრებს და მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს“.
„თეგეტა მოტორსისთვის“ უსაფრთხოება მთავარი ღირებულებაა. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი ავტომობილის გამართულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზოგიერთი მძღოლი ფიქრობს, რომ მათ არ გადახდებათ თავს უსიამოვნო თავგადასავლები . ამიტომაც უსაფრთხოების ზომებს წინასწარ არ იღებენ და ფაქტებზე მეტად ინტუიციას ეყრდნობიან. რეალურად კი ზამთარში გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას შეუძლებელია, უსიამოვნო შემთხვევებს თავი აარიდო — არასასურველი თავგადასავალი ერთხელ მაინც შეგემთხვევა. ეს დაკვირვება მარტივ სტატისტიკად ვაქციეთ და პრინტსერიასთან ერთად, თითოეული პროდუქტის სიმბოლიკისა და დამაფიქრებელი ტექსტის თანხლებით წარმოვაჩინეთ“.

უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსი“ ზამთრისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ხელსაყრელ შეთავაზებებს წელსაც აგრძელებს — ხუნდების, აკუმულატორების და ანტიფრიზის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ზამთრის საბურავებზე კი — 20%-იანი ქეშბექი.

ასე რომ, თუ მანქანას მართავ და ზამთრისთვის მზადება ჯერ კიდევ არ დაგიწყია, დროა, იმოქმედო. აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება.
---
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















