საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი 13:12 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 18:56 | 19.11.2022
ნანახია: 547

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 13:12 მოიგო.

ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და პირველი ტაიმი 12:3 მოიგო.

მატჩის მეორე ნახევრის მე-60 წუთზე თოდუამ ლელო გაიტანა, რომელიც თედო აჟანდაძემ შედეგიანად გარდასახა და ანგარიში 12:10 გახდა.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მატკავამ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 13:12 დააფიქსირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე