კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 18:34 | 06.10.2022
ნანახია: 302

კიევის ბორისპოლის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება და უწყება ვალდებულია, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, პატიმარი საქართველოში დააბრუნოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე