ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ - ზურაბ კახაბრიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:41 | 27.09.2022
ნანახია: 368

ჩემი ექიმები ტაქსაობენ საღამოობით, პირდაპირ გეუბნებით, - ამის შესახებ სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“ჩემი ექიმები ტაქსაობენ საღამოობით, პირდაპირ გეუბნებით. მაქსიმუმ ხუთ კაცს აქვს 1000 ლარი, დანარჩენი 100-500 ლარი. მაშინ ჩვენ მოდი ცალკე ვიქნებით და ფედერაციებმა გადაწყვიტონ, რა უღირთ ექიმები და მე იმ სტანდარტებს დავაჯენ. თუ არა, მოძებნონ სხვა სპეციალისტები.

აგერ სოციალური პრობლემა არის. რას ჭამენ, მშობლებს აქვთ კი თანხა? არ შეიძლება ასე, წყალზე არიან. ათასი დაავადებაა შემდეგ, რომელსაც ბავშვი მალავს, რომ შეკრებაზე წავიდეს. აქ, თქვენ ოლიმპიური ჩემპიონები ხართ და თქვენც გაგივლიათ ეს ყველაფერი” - განაცხადა კახაბრიშვილმა.

ოლიმპიურ გუნდში 60-ზე მეტი ექიმი ირიცხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე