პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 16:39 | 03.08.2022
ნანახია: 10086

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მას პირადად გადასცა.

პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და გამძლეობა უსურვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე