საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება - TI
საქართველო, თბილისი - 14:31 | 03.08.2022 ნანახია: 958
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დღეს გამოაქვეყნა ახალი კვლევა, სადაც ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზრდილია საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე.
ორგანიზაციამ გაანალიზა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.
„2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს.
მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ, თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.
„კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: მიმდინარე წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა – საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;
მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა, რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო;
2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია;
ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა – 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით). ელექტროენერგიის იმპორტი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა;
2022 წლის იანვარ-ივნისში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო;
2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს 3-ჯერ ნაკლებია;
2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია კვლევაში.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















