მარნეულში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 26.05.2022
ნანახია: 498

მარნეულის რაიონის სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი კედელს შეეჯახა.
ბავშვი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა მძღოლიც.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე