გიული ალასანია აცხადებს, რომ პოლონეთი მზად არის თვითმფრინავი გამოგზავნოს და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანოს

საქართველო, თბილისი - 19:05 | 13.05.2022
ნანახია: 117

პოლონეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად თვითმფრინავი გამოყოს, შემდეგ კი მესამე პრეზიდენტის სათანადო მკურნალობის კურსი უზრუნველყოს. ამის შესახებ ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის დედას დღეს პოლონეთის საელჩოში მიაწოდეს.

"მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის", - თქვა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" გუშინ გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე