ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 21:28 | 25.02.2021
ნანახია: 567

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის, სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

შემთხვევის დროს დაშავდა 4 ადამიანი. ისინი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე