ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:53 | 30.11.2020
ნანახია: 826

30 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3253 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3164 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.89 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9840 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9545 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.95 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4274 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.4300 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 დეკემბერიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე